ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„კალაძისთვის თბილისის მერობა საინტერესო მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს თუ ,,გრძელვადიან“ პოლიტიკურ თამაშს იწყებს“

ყოფილი პრემეირ-მინისტრის მრჩეველი და ანალიტიკოსი  გია ხუხაშვილი კახი კალაძის შესაძლო მერობის კანდიდატად დასახელებას ეხმაურება და ამბობს, რომ კალაძისთვის  თბილისის მერობა საინტერესო მხოლო იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს თუ ,,გრძელვადიან“ პოლიტიკურ თამაშს იწყებს.

ხუხაშვილი ამბობს, რომ თანამდებობრივად, თბილისის მერის სტატუსი ბევრად არ აღემატება ენერგეტიკის მინისტრის პოსტს და მასზე წასვლას მხოლოდ ორ შემთხვევაში აქვს აზრი:

,,ჩემი აზრით კალაძე თბილისის მერობაზე ორ შემთხვევაში დათანხმდებოდა. მას ან დაავალეს, რომ ეს გაეკეთებინა, ან  საკუთარი პოლიტიკური კაპიტალის დასაგროვებლად პირადი თამაში წამოიწყო.

ბუნებრივია, თბილისის მერის პოზიცია პოლიტიკური ფიგურის დამოუკიდებლობის ხარისხს ზრდის. რადგან შესალებლობას აძლევს არჩევნებისთვის საკუთარი პოლიტიკური ძალით გამოსვლა სცადოს. თუმცა სხვა საქმეა რომ მის ამბიციებს რესურსი არ ემთხვევა.

თავდაპირველად, ხელისფლებაში კალაძეს ყველაზე სუსტი პოლიტიკური სტარტი ჰქონდა, თუმცა მან სპოტრული ხასიათი გამოავლინა და ცდილობს განვითარდეს, ისწავლოს, მაგრამ მას აქვს პოლიტიკური თამასა, რომელიც შრომის მიუხედავად მაინც ვერ გადაახტება – შესაძლოა, ამბიცია აქვს მაგრამ კალაძის ეროვნულ ლიდერად ჩამოყალიბება წარმოაუდგეენლია.

ამის მისაღწევად მხლოდ სისტემური მუშაობა საკმარისი არ არის, პოლიტიკური ლიდერიც უნდა იყო, რისი ,,აკრეფაც“ კალაძეს არ შეუძლია – მან წარსულში ბევრი პარამენტი დაკარგა. შესაძლოა , პოლიტიკაში რაღაც ისწავლო თუმცა სწავლა ბიოგრაფიის დასაწყისიდან იწყება- ნახევარი ცხოვრება ფეხბურთი ითამაშო და მეორე ნახევარი კი პოლიტიკაში ეროვნულ ლიდერად ჩამოყალიბებას შეალიო, არ გამოვა. თუმცა, არ გამოვრიცხავ თავად ამის ილუზია ჰქონდეს. უფრო მასშტაბური თამაშის წამოსაწყებად ემზადბოდეს“,-  განაცხადა ხუხაშვილმა ,,კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.

იტვირთბა....