დღეს რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ბერშუეთიდან საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს. 35 წლის მიხეილ ბიძინაშვილი სოფლის საძოვრებზე საქონელს მწყემსავდა, რა დროსაც მას შეიარაღებული სამხედროები თავს დაესხნენ და დააკავეს.
სოფლის მაცხოვრებლების ინფორმაციით, მამაკაცი საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაიტაცეს.
წინასწარი ინფორმაციით, დაკავებული მიხეილ ბიძინაშვილი ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებული მამაკაცის გასათავისუფლებლად მოლაპარაკებები მიმდინარეობს.