საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახური საქართველოს კონსტიტუციით აღარ იქნება განსაზღვრული.
კობახიძის ინფორმაციით, პარლამენტისა და მთავრობის პოლიტიკით განისაზღვრება, თუ როგორი უნდა იყოს გაწვევის სისტემა და იარსებებს თუ არა სავალდებულო გაწვევა.
”ეს კონსტიტუციის დონეზე აღარ იქნება მოწესრიგებული. შესაბამისად, მთავრობის და პარლამენტის გადასაწყვეტია, თუ როგორ ჩამოყალიბდება სამხედრო გაწვევის სისტემა”, – განაცხადა კობახიძემ.