ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

დავით მამისეიშვილი: „მამუკა ახვლედიანი მატყუარა და უზნეო ადამიანია“

ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, დავით მამისეიშვილი, მამუკა ახვლედიანის ბრალდებებს ეხმაურება და მას მატყუარას  უწოდებს.

ახვლედიანმა „რუსთავი 2“-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ  ქობულეთში დამწვარი სასტუმროს მეპატრონე ზაზა  ართმელიძე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, მისი ახლობელი იყო, რომლის დაკავებაც სწორედ მასზე შურისძიების გამო მოხდა.

„ახვლედიანი თავისი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, გარკვეულ ადამიანებს იყენებს მოცემულ შენთხვევაში”,- აცხადებს მამისეიშვილი.

საქმე ეხება 2015 წლის ნოემბერს, როდესაც დავით მამისეიშვილმა, სასტუმროს მფლობელის ზაზა ართმელიძის მიმართ აღკვეთის სახით პატიმრობა გამოიყენა.

დავით მამისეიშვილის თქმით, მამუკა ახვლედიანისა და ბრალდებულის ზაზა ართმელიძის ოჯახების ახლობლობიდან გამომდინარე არ არის გამორიცხული, რომ მამუკა ახვლედიანმა, ართმელიძის ოჯახს გარკვეული გარანტიები მისცა, რომ მოსამართლე, დავით მამისეიშვილი ამ საქმეზე აღკვეთის სახით პატიმრობას არ გამოიყენებდა.

”მე ვეჭვობ, რომ მან ნამდვილად გასცა გარანტიები და ის ადამიანები მოატყუა, რომ მას ჰქონდა კომინიკაცია ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესთან,  რომ მე არასაპატიმრო აღკვეთ ღონისძიებას შევუფარდებდი”, – აცხადებს დავით მამისეიშვილი.

მისივე თქმით, მამუკა ახვლედიანი პირადად დაუკავშირდა ამ საქმესთან დაკავშირებით. მამისეიშვილის განცხადებით, მან ახვლედიანს განუმარტა, რომ მასალები ჯერ სასამართლოში შესული არ იყო და ამიტომ არ იცოდა, რა გადაწყვეტილებას მიიღებდა.

იტვირთბა....