ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ტრამპი: აშშ დიდი ბრიტანეთის გვერდით არის

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ლონდონში მომხდარ შემთხვევას ეხმაურება:
“რაც კი აშშ-ის შეუძლია გააკეთოს, რათა დაეხმაროს დიდ ბრიტანეთს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. თქვენს გვერდით ვართ. ღმერთი გფარავდეთ”, – დაწერა დონალდ ტრამპმა “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე.

ლონდონის ხიდზე თეთრი ფერის მიკროავტობუსი გუშინ საღამოს ფეხითმოსიარულეებს დაეჯახა, – ინფორმაციას Reuters-ი და BBC ავრცელებენ. გამოცემების ინფორმაციით, მიკროავტობუსის საჭესთან იჯდა კაცი, რომელიც საათში დაახლოებით 80 კილომეტრის სიჩქარით მოძრაობდა. დაშავდა 48 ადამიანი. თვითმხილველების თქმით, ამის შემდეგ, ავტომობილიდან სამი “სამხრეთული” გარეგნობის ადამიანი გადმოხტა დაახლოებით 30 სანტიმეტრიანი დანებით ხელში და თავს დაესხნენ გამვლელებს. მიკროავტობუსი დაიძრა და სწრაფად მიიმალა ადგილიდან.

The Sun-ის ცნობით, ლონდონის ხიდთან ახლოს Boro Market-ზე, უცნობი, დანით შეიარაღებული კაცი თავს დაესხა რესტორანს, საიდანაც დაშავებულები გამოჰყავდათ. მესამე ინციდენტი მოხდა ვოქსჰოლის რაიონში.

ლონდონის პოლიციის ცნობით, ტერაქტის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სკოტლენდ-იარდის წარმომადგენელმა მარკ როულიმ განაცხადა.

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ ლონდონის ცენტრში თავდასხმების სერია განიხილება, როგორც “ტერორიზმის პოტენციური აქტი”.

როგორც ლონდონის პოლიციაში აცხადებენ, პოლიციამ სამივე ეჭვმიტანილის ლიკვიდიცია მოახერხა.

მათივე ინფორმაციით, სამივე თავდამსხმელს ტანზე შაჰიდის ქამრის მსგავსი ჰქონდათ, თუმცა იქ არ იყო ასაფეთქებელი მოწყობილობა და რეალური საფრთხის შემცველი არ იყო.

იტვირთბა....