ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი: ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე გამოძიების მსვლელობას ჟურნალისტის გატაცების ფაქტზე

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი აფგან მუხტარლის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

 

“მოვუწოდებთ აზერბაიჯანის ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ყველა პატიმარი საერთაშორისო ვალდებულებების თანახმად. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე გამოძიების მსვლელობას ჟურნალისტის გატაცების ფაქტზე და მოვუწოდებთ, რომ ის სრულად, გამჭვირვალედ და დროულად წარიმართოს,“ – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, 29 მაისს, გაუჩინარდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის აზერბაიჯანში საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს, ოჯახის მტკიცებით, მუხთარლი გაიტაცეს და საზღვარზე იძულებით უკანონოდ გადაიყვანეს, ვინაიდან მას პასპორტი თან არ ჰქონია. მათივე მტკიცებით, აზერბაიჯანელ ჟურნალისტს ასევე 10 ათასი ევრო ჩაუდეს.

დახურული სასამართლო პროცესის შემდეგ 31 მაისს, ბაქოს საბალის რაიონულმა სასამართლომ მუხთარლის 3-თვიანი წინასწარ პატიმრობა შეუფარდა. აფგან მუხთარლის საზღვრის უკანონო გადაკვეთის, კონტრაბანდისა და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებები აქვს წაყენებული.

იტვირთბა....