ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

კრემლმა თურქეთს სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტზე შეზღუდვები მოუხსნა

კრემლმა თურქეთიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტზე შეზღუდვები მოხსნა. მიუხედავად ამისა, რუსულმა მხარემ ძალაში დატოვა შეზღუდვები თურქეთიდან პომიდვრის იმპორტზე. აღნიშნული ინფორმაცია რუსეთის მთავრობის ოფიციალურ საიტზეა გამოქვეყნებული.

რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის ალექსანდრე ტკაჩოვის თქმით, პომიდვრის იმპორტზე შეზღუდვები კიდევ 3 წელი იქნება.

შეგახსენებთ, კრემლმა თურქეთს ემბარგო მას შემდეგ დაუწესა, რაც 2015 წლის ნოემბერში თურქეთის საჰაერო ძალებმა რუსული ბომბდამშენი ჩამოაგდეს.

იტვირთბა....