ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“ელემენტარულს ვითხოვთ – კონკრეტულ მაღალჩინოსანზე ზეწოლა იყო და ამის გამოძიება მოხდეს”

“ელემენტარულ ჭეშმარიტებას ვითხოვთ – კონკრეტულ მაღალჩინოსანზე ზეწოლა იყო და ამის გამოძიება მოხდეს”, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა თორდია-ფარცხალაძის  შორის მომხდარი დაპირისპირების საქმეზე განაცხადა.
მისი თქმით, როცა არ ხდება გამოძიება, ეს არის პრობლემა.
“მთელი თვის განმავლობაში ჩვენ ვიმეორებთ, რომ ობიექტური გამოძიება უნდა ჩატარებულიყო. დღემდე ბევრ კითხვაზე პასუხი არ არის გაცემული და ეს პრობლემაა ამ სახელმწიფოში”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელ ლაშა თორდიას და ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შორის ინციდენტი 12 მაისს თბილისში, შარდენის ქუჩაზე მდებარე კლუბ “ელ ცენტროში” მოხდა.

ლაშა თორდიას მტკიცებით, მას თავს ოთარ ფარცხალაძე და მისი თანმხლები რამდენიმე პირი დაესხნენ. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი მომხდარს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უკავშირებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს.

იტვირთბა....