ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“სამართალდამცავ ორგანოებს მოვუწოდებ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმის სასწრაფო გამოძიება მოხდეს”

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, რომ აზერბაიჯანელი ჟურანლისტის საქმის სასწრაფო გამოძიება მოხდეს, რადგანაც საქმის ირგვლივ კითხვები არავის გაუჩნდეს. ამის შესახებ განცხადება მან მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

„მინდა, მოკლე კომენტარი გავაკეთო აზერბაიჯანელი მოქალაქის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით. ძალიან კარგად მესმის ჩვენი მოქალაქეების და არასამთავრობო სექტორის წუხილი, თუმცა, მინდა  ვთქვა, რომ წინასწარი დასკვნების გაკეთება არის მიუღებელი, მით უმეტეს მიუღებელია, სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე მომუშავე და მზრუნავი ინსტიტუტების დისკრედიტაცია. გამოძიება მიმდინარეობს და მანამდე რაიმე ზედმეტი დასკვნებისგან თავის შეკავებას ვურჩევ.

შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა განცხადება, კავშირი გვაქვს აზერბაიჯანელ კოლეგებთან. თუ ჩვენ შევუწყვეთ ხელი სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის შემცირებას, ძალიან გაგვიჭირდება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების რეალურად დაცვა.

სამართალდამცავებს, რა თქმა უნდა, მოვუწოდებ, მაქსიმალურად მოკლე ვადაში გავაკეთოთ ყველაფერი, რათა ეს საკითხი იყოს გამოძიებული და ჩვენს ქვეყანაში არავის გაუჩნდეს ეჭვი, რომ ადამიანის უფლებები არ არის დაცული და რაიმე ისეთი ხდება, რაზეც მიმდინარეობს ამ ორი დღის განმავლობაში სპეკულაციები – თითქოს გადაცემა მოხდა და ა.შ. ეს არის კატეგორიულად დაუშვებელი და რა თქმა უნდა, გამოვრიცხავ, რომ სახელმწიფო სტრუქტურები იყვნენ რაიმე ამდაგვარში ჩართული. გამოძიება მიმდინარეობს და დაველოდოთ გამოძიების დასკვნებს”,- აღნიშნა პრემიერმა.

იტვირთბა....