აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პატრიარქმა ედიშერ ქარჩავა არ მიიღო

საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა არ მიიღო. ედიშერ ქარჩავას განმარტებით, მისი განცხადებები მეუფე პეტრესთან დაკავშირებით, არავისთან შეთანხმებული არ არის. –  ამ ინფორმაციას პირველი რადიო აქვეყნებს.
„ცალსახად ვამბობ, რომ ის განცხადებები, რაც მე გავაკეთე მეუფე პეტრესთან მიმართებაში, ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ჩემს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პატრიარქი არის ეპისკოპოსი და ჩემი ხელმძღვანელი, ამიტომ თუ მისი უწმინდესობა მოისურვებს, მე ნებისმიერ დროს მზად ვარ მას შევხვდე და ვესაუბრო,“ – განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, თუ “რატომ არ მოისურვა პატრიარქმა იურისტთან შეხვედრა,” ედიშერ ქარჩავამ განაცხადა, რომ ჟურნალისტები არასწორ ინტერპრეტირებას აკეთებენ.
„მე შემიძლია ცალსახად გითხრათ, რომ მისი უწმინდესობა ყველა მიმდინარე მოვლენის საქმის კურსშია. გეუბნებით, რომ ყველა იმ ძირითად გადაცემას, ყველა იმ ძირითად საკითხს, რომელიც ეხება ქვეყენას, ეკლესიას, ამის შესახებ მან იცის,“ – განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

პირველი რადიო

იტვირთბა....