ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

კალაძის საიდუმლო 373 514 ლარი: მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ხარჯების დიდი ნაწილი ენერგეტიკის სამინისტროს მოხმარდა

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საიდუმლო ხარჯების დიდი ნაწილი ენერგეტიკის სამინისტროს მოხმარდა. ამის შესახებ ინფორმაცია 2016 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით ხდება ცნობილი, სადაც  გრიფი „საიდუმლო“ 488 424 ლარის ხარჯებს ადევს.

ენერგეტიკის სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხების მოცულობა 373 514 ლარია, რომელიც პრემიერ-მინისტრის 11 ბრძანების შესაბამისად, 2016 წლის განმავლობაში დაიხარჯა (ყოველ თვეში, ივნისის გარდა).

ენერგეტიკის სამინისტროს გარდა, საიდუმლო ხარჯი მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტრომ გასწია. პრემიერის ბრძანების შესაბამისად. 2016 წლის 31 მარტს უწყებამ 113 910 ლარი მიიღო.

მთავრობის სარეზერვო ფონდიდან შარშან დაგეგმილი 50 მილიონი ლარის ნაცვლად ჯამში 172,862 მლნ ლარი დაიხარჯა (345%-ით მეტი).

წყარო “საზოგადოებრივი მაუწყებელი”

იტვირთბა....