ახალი ამბები მთავარი სამართალი

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის თქმით, ის აზერბაიჯანის მხარეს საქართველოს უშიშროების ძალებმა გადასცეს

თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხტარლი, რომელიც ორშაბათს გაუჩინარდა, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იმყოფება. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, ელჩინ სადიყოვმა განუცხადა ”რადიო თავისუფლებას”.

როგორც ”რადიო თავისუფლება” იუწყება ადვოკატზე დაყრდნობით, მუხტარლი ორშაბათს საღამოს თბილისში, საკუთარ სახლთან დააკავეს და ძალით ჩასვეს მანქანაში. დამკავებლებს თავი არ წარუდგენიათ, მაგრამ, მუხტარლის აზრით, ისინი საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომლები იყვნენ. როგორც აფგან მუხტარლის ადვოკატი ამბობს, მის კლიენტს ტომარა ჩამოაცვეს თავზე და დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მიჰყავდათ მანქანით გაურკვეველი მიმართულებით. მანქანა ორჯერ გამოიცვალეს. მუხტარლის თქმით, მესამე მანქანაში აზერბაიჯანულად ლაპარაკობდნენ. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის სიტყვებით, როცა მას ტომარა მოხსნეს, იგი აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში იმყოფებოდა. მუხტარლის, რომლის თქმით, მას 10 ათასი ევრო ჩაუდეს, აზერბაიჯანის ხელისუფლება საზღვრის უკაონონოდ გადაკვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებებს უყენებს. ადვოკატ სადიყოვის თქმით, სასამართლო მუხტარლის დაკავების საკითხს ოთხშაბათს განიხილავს.

წყარო: radiotavisupleba.ge

იტვირთბა....