ახალი ამბები მთავარი სამართალი

“აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურის წევრები შემოუშვეს საქართველოში და ჩემი ქმარი მოატაცებინეს”

“საქართველოს დანაშაულიც არის, რომ აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურის წევრები შემოუშვეს საქართველოში და ჩემი ქმარი მოატაცებინეს”- ამის შესახებ გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის ცოლმა, ლეილა მუსტაფაევამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მის ქმარს უთვალთვალებდნენ. აფგან მუხტარლის მეგობრებმა და მეუღლემ ისიც აღნიშნეს, რომ კომპანია ”სოკარში” არიან ადამიანები, რომლებიც მას უთვალთვალებენ.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის, გაუჩინარების შესახებ განცხადება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროში დღეს შევიდა. სამართალდამცველებს გაუჩინარებული ჟურნალისტის მეუღლე დაუკავშირდა, რომლის განცხადებით, აფგან მუხტარლი, სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

შსს-მ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია, რომ ჟურნალისტს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ეძებენ.

აფგან მუხტარლმა გაუჩინარებამდე სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას უთვალთვალებენ.

იტვირთბა....