სამშენებლო კომპანია „სოლო დეველოპმენტის“ მშენებლობაზე უბედური შემთხვევა უკვე მეორედ მოხდა. დღეს დილით, თბილისში, პოლიტკოვსკაიას (ყოფილი ჯიქიას) ქუჩაზე N57-ში მდებარე მშენებარე კორპუსის მე-9 სართულიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
აღსანიშნავია, რომ 2016 წლის ოქტომბერში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე სამშენებლო კომპანია „სოლო დეველოპმენტის“ მშენებლობაზე ტრაგედია მოხდა. მაშინ, 26 წლის თემურ გურგენაშვილი, რომელიც მშენებლობაზე მუშად მუშაობდა, გადმოვარდა და რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. შპს „სოლო დეველოპმენტის“ 100%-იანი წილის მფლობელია კახაბერ მანჯავიძეა. კომპანია 2015 წლის 8 აგვისტოს დაფუძნდა.
მომხდართან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.