უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე მედიის წარმომადგენლებს დაემალა და ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა. გვენეტაძე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაციაზე დასასწრებად მივიდა, თუმცა ანგარიშის წარდგენა მესამე სექტორმა პროტესტის ნიშნად ჩაშალა და შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
“საია” და “საერთაშორის გამჭვირვალობა” მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემაში იმდენად დიდი პრობლემებია, ამაზე მშვიდად საუბარს აზრი არ აქვს და შეხვედრაც ამიტომ არ შედგა.
“ჩვენ არ ვაპირებთ, რომ შევქმნათ სურათი თითქოს პროგრესი არის, მაგრამ გარკვეული ხარვეზები რჩება, იმიტომ, რომ ეს ასე არ არის და არ ვაპირებთ, რომ გავაგრძელოთ მოსმენა იმ მესიჯის, რომელსაც უკვე არაერთი დღეა და წლებია ვისმენთ ხელისუფლებისგან, რომ სასამართლო სისტემა ერთ ღამეში ვერ შეიცვლება, არც ჩვენც ძალიან კარგად ვიცით, მაგრამ რეფორმა დგას სწორ გზაზე და ეს არის მთავარი. რეფორმა არ დგას სწორ გზაზე, ეს არის ძალიან ცხადი და ნათელი და ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს პოლიტიკურმა გუნდმა,“-განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.