ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ახალი ინიციატივა: დევნილის შემწეობა 45-დან 60 ლარამდე გაიზრდება

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, დღეს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა “ევროპული საქართველოს” იმ საკანონმდებლო ინიციატივებს, რომლებიც 2 კვირის წინ ჯანდაცვისა და საფინანსო კომიტეტებმა დაიწუნეს.

“დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა “ევროპული საქართველოს” და კონკრეტულად ელენე ხოშტარიას და ზურა ჭიაბერაშვილის იმ საკანონმდებლო ინიციატივებს, რომლის მიხედვით:

– დევნილის შემწეობა 45-დან 60 ლარამდე გაიზრდება;
– საარსებო შემწეობის მიღება აღარ გამოიწვევს დევნილის შემწეობის მიღების შეჩერებას;
– დევნილი ოჯახის ბინით უზრუნველყოფა აღარ გამოიწვევს დევნილის შემწეობის გაუქმებას, რადგან ბინით უზრუნველყოფა არ ცვლის მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას;
– ყოველთვიური შემოსავლის ზღვარი, რომლის მიღების შემთზვევაში დევნილს ეხსნება შემწეობა, აიწევს 1250-დან 1500 ლარამდე;
– დევნილის სტატუსი პროაქტიულად მიენიჭება იძულებით გადაადგილებულ პირებსა და მათ არაოკუპირებულ ტერიტორიებზე დაბადებულ შთამომავლობებს.
2 კვირის წინ ეს ინიციატივები ჯანდაცვისა და საფინანსო კომიტეტებმა დაიწუნეს.
მიუხედავად ამისა, ეს ფაქტი აჩვენებს, რომ ოპოზიციიდანაც კი შეიძლება მცირე შედეგის დადება, თუ გაქვს კარგი იდეა, მართალი ხარ და არ ეპუები უსამართლობას.
წინ პლენარული სხდომებია… “- წერს სერგი კაპანაძე. 

იტვირთბა....