ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გურჯაანის რაიონის სოფელ კალაურსა და ვაჩნაძიაანში მგლების მომრავლებას უჩივიან

გურჯაანის რაიონის ორ სოფელში მგლების მომრავლებას უჩივიან.  სოფელ კალაურში და ვაჩნაძიაანში ადგილობრივები ამბობენ, რომ რამდენიმე დღეა, რაც სოფელს მგლები თავს ესხმიან  და პირუტყვს იტაცებენ.

„მგლები სოფელში ორი დღეა რაც გამოჩდნენ. წუხელ სოფელ კალაურში კუზანოვების პირუტყვი დაგლიჯა.   განსაკუთრებით ასევე  ტურაა მომრავლებული და ვერაფერი მოვუხერხეთ. მოკვლის უფლება არ გვაქვს და არ ვიცი, რა უნდა ქნას ხალხმა.

წუხანდელის შესახებ სანიტარიულ სამსახურს „ცხელ ხაზზე“ უკვე ვაცნობეთ, ხვალ მოვლენ და ლეშიდან სინჯებს აიღებენ, თუ გამოვლინდება, რომ მტაცებელი ცოფის ინფექციის მატარებელი იყო, მაშინ სოფელში შინაური პირუტყვის მასობრივი კვლევა უნდა ჩატარდეს, დაინფიცირებული პირუტყვი კი, განადგურდეს“, – განაცხადა სოფელ კალაურის გამგებელმა ალიკო პაპოშვილმა.

იტვირთბა....