ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ძლიერი სეტყვა კახეთში: სტიქიამ სიღნაღის სამ სოფელში მოსავლის 90% გაანადგურა

წუხელ კახეთში ძლიერმა სეტყვამ სიღნაღის რაიონის სამი სოფელი დააზარალა.  ადგილობრივების ინფორმაციით, სტიქიამ სოფელ ჯგუაანში, ბოდბისხევსა და ტიბაანში მოსავლის უმეტესობა გაანადგურა. მათი ინფორმაციით, დასეტყვილია სასოფლო სამეურნეო სავარგულები, ხეხილის ბაღები, ბოსტნეული და ვენახები.

სტიქიის შედეგად მწყობრიდან გამოვიდა სოფელ ჯუგაანის ელექტროქვესადგური, რის გამოც სამ სოფელს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.  მოსახლეობა აცხადებს, რომ მოსავალი თითქმის სრულად  90%-ით განადგურდა.

სახელმწიფო ელექტროსისტემის კახეთის რეგიონალური ქსელის მთავარი ინჟნერი აცხადებს, რომ მკვებავ ხაზს მეხი დაეცა, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხდა. ზარალის ოდენობა მოგვიანებით დადგინდება.

იტვირთბა....