სახალხო დამცველი და არასამთავრობო სექტორი სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატებით უკმაყოფილოა. ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა ხუთკაციანი სია უკვე ცნობილია. ხუთკაციან შემადგენლობაში ლადო ჭანტურია, სოფიო ჯაფარიძე, შოთა გეწაძე, თამარ ალანია და ირაკლი დონდოლაძე შედიან.
ომბუდსმენი არ გამორიცხავს, რომ კომისიის მიერ შერჩეული ზემოაღნიშნული კანდიდატები სტრასბურგის სასამართლომ კიდევ ერთხელ ჩააგდოს. უჩა ნანუაშვილს შემადგენლობასთან კითხვის ნიშნები აქვს.
„გარკვეული კითხვის ნიშნები არის. ჩვენ რა თქმა უნდა, ამ პროცესს კვლავ მივყვებით. ვერ გამოვრიცხავ, რომ სახალხო დამცველს კვლავ დასჭირდეს ჩასვლა სტრასბურგში. ამ სიაში, ხუთეულში სამწუხაროდ არიან კანდიდატები, რომლებიც ჩემი შეფასებით, არ იმსახურებდნენ საუკეთესო შეფასებას და კომისიის ზოგიერთ წევრის ობიექტურობის კითხვის ნიშნები დგას,“ -განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.