ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“მანჩესტერში არის დაჯგუფება, რომელიც ყველას ტვინს ურევს”: მანჩესტერელი ტერორისტის მეგობრის ინტერვიუ

მანჩესტერში მომხდარი ტერაქტის შემსრულებელი სალმან აბედი იმ რადიკალური დაჯგუფების გავლენის ქვეშ იყო, რომელიც ქალაქში მოქმედებს, – ამის შესახებ ტელეკომპანია Sky News-თან ინტერვიუში აბედის ბავშვობის მეგობარმა, რეპერმა გიკომ განაცხადა.

„მანჩესტერში არის დაჯგუფება, რომელიც ყველას ტვინს ურევს,“-განაცხადა გიკომ. მან აღნიშნა, რომ სალმანი ზოგადად ძალიან მეგობრული და კელითგანწყობილი ადამიანი იყო, თუმცა ბოლო პერიოდში ზედმეტად რელიგიური გახდა. მისი თქმით, მათ ერთმანეტი 2 წელია არ უნახავთ.

“მე ვიტირე იმ მიზეზით, რომ ამის გამკეთებელს ვიცნობდი.ვიჯექი და ვფიქრობი, რომ მე ვიცნობდი მას, ვინც ეს ბავშვები დახოცა. ეს ძალიან მტკივნეულია”- აღნიშნა რეპერმა.

გუშინ ბრიტანეთის პოლიციამ მანჩესტერის ტერაქტში ბრალდებული თვითმკვლელი ტერორისტის სალმან აბედის ფოტოები გამოქვეყნა. პოლიციამ სულ გამოძიების პროცესში 13 ეჭვმიტანილი დააკავა, თუმცა ორი მათგანი ბრალის წაყენების გარეშე მალევე გაათავისუფლა. მანამდე პოლიციამ კონკრეტულ მისამართებზე ჩხრეკა ჩაატარა.

მანჩესტერში ტერაქტი 22 მაისს, ადგილობრივი დროით 22:30 საათზე, არიანა გრანდის კონცერტზე მოხდა. აფეთქებას ემსხვერპლა 22 ადამიანი. დაღუულთა შორის 12 ბავშვია. დაშავდა 59 ადამიანი.

იტვირთბა....