ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ახლა რა მოცემულობაც არის, ბრალდებულის სკამზე უნდა ვიყო მე”

“ორივე შემთხვევაში ახლა რა მოცემულობაც არის გამოძიების ორივე მიმართულებით ბრალდებულის სკამზე უნდა ვიყო მე,” – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელმა ლაშა თორდიამ “რუსთავი 2”-ის გადაცემა “განსხვავებულ აქცენტებში” 2016 წელს და 2017 წელს კლუბებში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით განაცხადა.

თორდია აცხადებს, რომ 2016 წელს კლუბში მომხდარი ინციდენტის ვიდეოჩანაწერი პირადად მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის ტელეფონში ინახებოდა. გენერალური აუდიტორის თქმით, პროკურატურა და შსს ცდილობს, რომ მისი ყველა განცხადება თორდიას საწინააღმდეგოდ გამოიყენონ.

მისი განცხადებით, ის პასუხისმგებლობას არ გაურბის, თუმცა ამბობს, რომ კადრები ოთარ ფარცხალაძის სკანდალის გადაფარვის მიზნით გამოქვეყნდა.

აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის აზრით, გიორგი კალაძეს, ვინც ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, კადრები გამოძიებამ მიაწოდა. მისივე თქმით, მასსა და ოთარ ფარცხალაძეს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოწმეებმა ჩვენებები შეცვალეს.

„ოთარ ფარცხალაძის თავდასხმაზეც ვფიქრობ, რომ პირიქით, მე უნდა ვიყო ბრალდებული, ვინაიდან, შსს-მ ცალსახად თქვა, მათ დაინახეს, როგორ ვურტყამ მე ოთარ ფარცხალაძეს. ეს გარემოებები მტკიცებულებებით უნდა გამყარდეს,“ – განაცხადა ლაშა თორდიამ.

შეგახსენებთ, გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია ყოფილი მთავარი პრკურორის, ოთარ ფარცხალაძის თავდასხმაშია ბრალდებული. ამ ინციდენტის შემდეგ მას 2016 წელს გადაღებული კადრები გამოუქვეყნეს, სადაც ის ერთ-ერთ კაფე-ბარში იარაღით ემუქრება ბარის თანამშრომელს. შსს-ცნობით აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია მუქარის ფაქტზე.

იტვირთბა....