ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრად დიმიტრი მედოევი დანიშნა.
რუსეთის დიპლომატიური აკადემიის კურსდამთავრებული, 2002-2008 წლებში ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველი და რუსეთის ფედერაციაში ე.წ. სპეციალური წარმომადგენელი იყო. 2008-2015 წლებში მოსკოვში ცხინვალის ე.წ. ელჩი იყო.
2012 წელს დე ფაქტო საპრეზიდენტო ე.წ. არჩევნებშიც მონაწილეობდა და კრემლის ფავორიტადაც სახელდებოდა. 2015 წლიდან რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს აკადემიაში მუშაობდა სამეცნიერო-საკოორდინაცხიო განყოფილების ხელმძღვანელად.
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის ე.წ. პოსტზე დიმიტრი მედოევმა მურატ ჯიოევი შეცვალა.