ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„ევროპული საქართველო“ 27 მაისს დამფუძნებელ ყრილობას გამართავს

„მოძრაობა თავისუფლებისთვის- ევროპული საქართველო” 27 მაისს სპორტის სასახლეში პირველ დამფუძნებელ ყრილობას გამართავს. პარტიის 500-მდე ხმოსანი დელეგატი პოლიტსაბჭოს პარტიის თავმჯდომარეს და გენერალურ მდივანს აირჩევს.

თბილისის დელეგატები თბილისის მერობის კანდიდატს დაამტკიცებენ, რომელიც კარდაკარის გამოკითხვის შედეგების მიხედვით აირჩიეს.

როგორც “ევროპული საქართველოს” წევრმა გიგი უგულავამ განაცხადა, პარტიის მთავარი ამოცანა “ქართული ოცნებისა” და ივანიშვილის რეჟიმის მშვიდობიანი გზით, ყოველგვარი ქვეყნის რყევისა და ნგრევის გარეშე დამარცხება იქნება.

“ხვალ ჩევნი პარტია გააკეთებს თავის პირველ პოლიტიკურ განაცხადს. „ევროპული საქართველო“ არის „ქართული ოცნების” ერთადერთი რეალური ალტერნატივა, რომელსაც რეალურად აქვს უნარი, აიღოს თავისთავზე პასუხისმგებლობა და ქართული ეკონომიკა კრიზისიდან გამოიყვანოს. ჩვენი მიზანია თანმიმდევრული შრომით ჩვენ ხალხს კეთილდღეობა მოუტანოთ .”- განაცხადა უგულავამ.

ყრილობა 27 მაისს, სპორტის სასახლეში 15:00 საათზე დაიწყება.

იტვირთბა....