ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საკითხი გადაწყდება საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით”

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარიძე ბათუმში, ახალი მეჩეთი მშენებლობის საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ საკითხი გადაწყდება ჩვენი მუსლიმი მრევლის, რეგიონისა და ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით.

“მე არაერთხელ დავაანონსე, რომ საკითხთან დაკავშირებით ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს. უახლოეს პერიოდში საკითხი გადაწყდება, რა თქმა უნდა, ჩვენი მუსლიმი მრევლის, რეგიონისა და ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით. ნუ დავასწრებთ მოვლენებს, ჩვენ ხალხთან და საზოგადოებასთან ერთად მივიღებთ სწორ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა პატარაძემ.

იტვირთბა....