ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება გამოიფინა

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს თვითმმართველ ქალაქებში სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენები მოეწყო.

მნახველებს თბილისის, თელავის, გორის, რუსთავის, ოზურგეთის, ქუთაისის, ბათუმის, მცხეთის, ახალციხის, ფოთის, ზუგდიდისა და ამბროლაურის მთავარ მოედნებზე ქართულ შეიარაღებაში არსებული საქართველოსა და უცხოეთში წარმოებული ტექნიკისა და აღჭურვილობის გაცნობის საშუალება მიეცათ.

ჯავშანტექნიკით, განსაკუთრებით, პატარები დაინტერესდნენ. ბავშვები სამხედრო მანქანებშიც ჩასხდნენ და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

თავდაცვის სამინისტროს ფოტომასალა:

 

324

იტვირთბა....