ყოფილი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ამბობს, რომ კლუბ “ელ ცენტროში” ჩხუბის დაწყების ინიციატორი ლაშა თორდია იყო. მისი თქმით, პირველიც და ბოლო ხელიც თორდიამ მოიქნია. ფარცხალაძის თქმით, კლუბში მუსიკა იყო, ამიტომ კარგად არ ესმოდა და სიტუაცია გაურკვეველი იყო:
“პირველიც თორდიამ მოიქნია ხელი და ბოლოც. მერე შეიძლება ვიღაცამ ხელი შეუბრუნა, ეგ მე არ მახსოვს, მაგრამ მე რომ არ ვიყავი ის კარგად მახსოვს…მე ვფიქრობ, საერთოდ არ აქვს მაგას მნიშვნელობა ვისია ხელი მოქნეული. მოქნევაზე ხელს არ ურტყამენ”,- განაცხადა ოთარ ფარცხალაძემ “ქრონიკასთან” საუბრისას.
https://youtu.be/bl2cCv_vaRM