aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქსტატი: საქართველოში უმუშევრობის დონე ბოლო 13 წელიწადში მინიმალრ ნიშნულამდე არის დაყვანილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქსტატმა 2016 წლის ანგარიში წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც საქართველოში უმუშევრობის დონე ბოლო 13 წელიწადში მინიმალრ ნიშნულამდე არის დაყვანილი. მონაცემების მიხედვით,  2015 წელთან შედარებით, 2016-ში უმუშევრობის დონე 0,2%-ით შემცირდა. 2016 წლის მონაცემებით, მაჩვენებელი 11,8%-ს შეადგენს, 2015 წელს კი 12% იყო.

სტატისტიკის მიხედვით, უმუშევრობის დონე 2009 წლის შემდეგ მცირდება. მაშინ მაჩვენებელმა 16.9%-ს მიაღწია. ამასთან, საქსტატის მონაცემებით, 2016 წელს უმუშევრობის შემცირება არა დასაქმების დონის გაზრდას, არამედ ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის წილის შემცირებას უკავშირდება. კერძოდ, 2015 წელთან შედარებით, მოსახლეობის დასაქმების დონე 0,2 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

მოსახლეობის აქტიური დონე (შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობა, 15 წლის და უფროსი ასაკის) კი 0,3%-ით შემცირდა და 67,5 პროცენტი შეადგინა.

 

საქსტატი

იტვირთბა....