ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი პოლიტიკა

“მიწები უნდა იყოს ქართველების საკუთრებაში, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა”

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ მიწა არის განსაკუთრებული მნიშვნელობის, საქართველო არის პატარა ქვეყანა და სასოფლო-სამეურნეო მიწები უნდა იყოს ქართველების საკუთრებაში, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა”, – ამის შესახებ ვიცე- პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მან აქვე განმარტა, რომ ეს არა მარტო მისი და პრემიერ-მინისტრის პოზიცია, არამედ მთელი გუნდის პოზიციაა.

“ეს არამარტო ჩემი და პრემიერის პოზიციაა, ეს არის ჩვენი გუნდის პოზიცია. მიწა არ შეიძლება გაყიდოს ქართველმა, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა: მიწა შეიძლება გაიყიდოს დიდ საერთაშორისო კომპანიებზე. განსკუთრებული შემთხვევები იქნება.

ამ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება იყოს ისეთი დიდი საერთაშორისო კომპანიები, როგორიცაა თხილის ბიზნესის კომპანია “როშე” და სხვა. ეს ინვესტიციების შემოსვლას ნამდვილად არ შეუშლის ხელს. აქ საუბარია სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე, რომელზეც ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდანაც არის მოთხოვნა, რადგან სახელმწიფო პროგრამებია და მას გამოიყენებს ადგილობრივი ბიზნესი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

იტვირთბა....