ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“რატომ არავინ არ ეკითხებით თორდიას, თავს რატომ დაესხა მოქალაქეს, რომელსაც იარაღით მოკვლას უპირებდა” (ვიდეო)

გუშინ სოციალურ ქსელში აუდიტის სამსახურის უფროსის ლაშა თორდიას მონაწილეობით გავრცელებულ ვიდეო ჩანაწერზე, ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე კომენტარს აკეთებს. ფარცხალაძის თქმით, ვიდეო ჩანაწერში, რომელიც “პამ კლუბშია” გადაღებული, კარგად ჩანს, რომ თორდია იარაღით მოქალაქის მოკვლას აპირებდა.  ფარცხალაძე ამბობს, რომ აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით არაფერი იცის და ვიდეომასალა ტელევიზიით ნახა:

“რატომ არავინ არ ეკითხებით თორდიას, თავს რატომ დაესხა მოქალაქეს, რომელსაც მოკვლას უპირებდა იარაღით. რატომ არ ინტერესდებით ჟურნალისტები, მოქალაქეს იარაღით რატომ ემუქრება? კიდევ კარგი კუბლაშვილი გადაეფარა, მაგის ძმაკაცია, თორემ არ ვიცი, ისიც რომ მაგის ჭკუაზე ყოფილიყო ერთად მოკლავდნენ ალბათ “,- განაცხადა ოთარ ფარცხალაძემ ტელეკომპანია “იმედთან” საუბრისას.

 

https://youtu.be/BRcX6xxMrp0

 

იტვირთბა....