ახალი ამბები ბიზნესი მთავარი საზოგადოება

“საქართველო საბანკო დავალიანების მიხედვით მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს”

ეკონომიკის ექსპერტი მიხეილ დონდუა სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველო საბანკო დავალიანების მიხედვით მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს.  მისი თქმით, ამის შესახებ ინფორმაციას სავალუტო ფონდი აქვეყნებს.

“ჩვენთან ყოველ 1000 კაცზე 676 მოსახლეს აქვს ბანკის ვალი (2015წ). სავალუტო ფონდი ჯერ კიდევ 2013 წლის მონაცემებზე დაყრდნობით შეშფოთებას გამოხატავდა, რომ საქართველოში ყოველი მესამე სესხის ამღები ფიზიკური პირი თავისი შემოსავლის ნახევარზე მეტს იხდიდა ბანკის ვალის მომსახურებისათვის ყოველთვიურად. დღეს ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იქნება.

ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემისას სესხის დაფარვის გრაფიკი ისე უნდა იყოს განაწილებული, რომ მოქალაქე მისი პირადი შემოსავლის 30%-ზე მეტს არ იხდიდეს ყოველთვიურად სესხის დასაფარად.  უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხებისათვის კი ეს ლიმიტი უნდა იყოს არაუმეტეს 20%.

2012 წლის შემდეგ, სამწუხაროდ, ეროვნულმა ბანკმა, შეიძლება ითქვას განზრახ, სრულიად უყურადღებოდ დატოვა მოსახლეობის ჭარბვალიანობის პრობლემა. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო აქტიური საბანკო სარეკლამო შეთავაზებები: „გთავაზობთ სესხს შემოსავლების დადასტურების გარეშე!”.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის და ევრორეგულაციების მიხედვით, შემოსავლების დადასტურების გარეშე სესხის გაცემა მკაცრ სანქციებს უნდა ექვემდებარებოდეს და სესხის დაფარვის გრაფიკი უნდა იყოს მოქალაქის შემოსავლის ადეკვატური.

იმედის მომცემია, რომ დღეს ეროვნული ბანკის ახალი ხემძღვანელობის პირობებში ოფიციალურად გაცხადდა სავალუტო ფონდის რეკომენდაციების შესრულების მზაობა. ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს, რომ საბანკო სექტორი აქტიურად ჩადგეს ეკონომიკის განვითარების და არა ჭარბვალიანობის დამძიმების სამსახურში”, – წერს მიხეილ დუნდუა სოციალურ ქსელში.

 

იტვირთბა....