თურქმა სამართალდამცველებმა ქართველი ემიგრანტის მკვლელობაში ბრალდებული პირი დააკავეს. ბრალდებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
თურქეთში, დღეს დილით, საქართველოს მოქალაქის 34 წლის ელენე გოკაძის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის წამებით მეზობელმა მოკლა. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. გამოძიება გრძელდება.
ფაქტზე საქართველოს საკონსულო ტრაბზონში ინფორმირებულია და ცხედრის სამშობლოში გადმოსვენების საკითხზე მუშაობს.
ქართველი ემიგრანტები “მეტრონომთან” შემთხვევის დეტალებზე ყვებიან