ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ახალ სტუდქალაქში სტუდენტების შესახლება, სავარუდოდ, ახალი სასწავლო წლიდან დაიწყება

ლისის ტბაზე ახალ სტუდქალაქში სტუდენტების შესახლება, სავარაუდოდ, ახალი სასწავლო წლიდან დაიწყება. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ bm.ge ავრცელებს.

მათი ცნობით, “საქმის კურსს” თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, რომ ამჟამად სტუდქალაქის უნივერსიტეტისთვის გადაცემის იურიდიული პროცედურები მიმდინარეობს, რის შემდეგაც უნივერსიტეტმა კონკრეტული რეკომენდაციები უნდა შეიმუშაოს, თუ რის მიხედვით შეასახლებს სტუდენტებს ახალ საცხოვრებელში.

თსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში “საქმის კურსს” განუცხადეს, რომ საცხოვრებელში გარკვეული კვოტა უცხოელი სტუდენტებისთვის იქნება გამოყოფილი, ასევე დადგინდება კონკრეტული კრიტერიუმები საქართველოს მოქალაქეებისთვის. კითხვაზე, დაიწყება თუ არა სტუდქალაქში სტუდენტების შესახლება ახალი სასწავლო წლიდან, თსუ-ში აცხადებენ, რომ “ამის იმედი აქვთ”.

ახალი სტუდქალაქის კომპლექსი სამი 4-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსისგან შედეგება. პროექტის მიხედვით, ასევე აშენდა საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა, მოეწყო ავტოსადგომი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედანი. საცხოვრებელი კომპლექსი 324 სტუდენტზეა გათვლილი. პროექტის ღირებულება 5 მილიონ 250 ათასი ლარია.

წყარო: bm.ge

იტვირთბა....