25 მაისს, დილის 09:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე, გორის მარჯვენა საავტომობილო გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
“საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 25 მაისის დილის 09:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კილომეტრზე მდებარე გორის მარჯვენა საავტომობილო გვირაბში (აღმოსავლეთი-დასავლეთის მიმართულება) სარემონტო სამუშაოების გამოავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება მარცხენა (დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულება) გვირაბში, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ მიმავალი ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება გორის გვირაბის შემოვლით გზაზე. ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა განხორციელდება თანდართული დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად”- ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.