ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მანჩესტერის ტერაქტის სავარაუდო მომწყობი ცნობილია

მანჩესტერის პოლიცია ირწმუნება, რომ ტერაქტი ქალაქში ადგილობრივმა მცხოვრებმა, 22 წლის სალმან აბედიმ მოაწყო.
როგორც პოლიცია ამტკიცებს, შესაბამისი ინფორმაცია მას თავდასხმამდე ჰქონდა. გამოცემა „გარდიანის“ ცნობით, თვითმკვლელი ტერორისტი ლიბიელი იყო, თუმცა ინგლისში ცხოვრობდა.

შეგახსენებთ, 22 მაისს, მანჩესტერში სტადიონზე მომღერალ არიანა გრანდეს კონცერტზე ტერორისტული აქტი განხორციელდა, რის შედეგადაც დაიღუპა 25 -მდე მოქალაქე, ხოლო 120 დაშავდა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო დაჯგუფებამ „ისლამური სახელმწიფო“.

იტვირთბა....