კლინიკა “ლანცეტის” დირექტორი ფარმან ჯეირანლი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ საზოგადოებრივ მაუწყებელს მისმა ადვოკატმა, მიხეილ ოთარაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, დღეს კლინიკა “ლანცეტის” დირექტორის, ფარმან ჯეირანლის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებულ სხდომაზე არასაპატიმრო ღონისძიების გამოყენებას მოითხოს. ის სასამართლოს ალტერნატივის სახით, 50-დან 100 ათასამდე ლარის გირაოს შესთავაზებს.
შეგახსენებთ, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, პაციენტებისგან დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების, სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვის ფაქტზე, სამედიცინო დაწესებულება შპს „ლანცეტის” დირექტორი დააკავა. როგორც პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ბრალდება ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე დღეს იმსჯელებს.