ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პრეზიდენტს არჩევნების თარიღის დანიშვნისკენ მოუწოდებენ: “ოცნება” ვენეციის კომისიას და ეუთოს არ უსმენს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტს მოუწოდებს, სასწრაფოდ დანიშნოს არჩევნების თარიღი, რათა “ივანიშვილის მზაკვრული გეგმა – თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის ჩამორთმევასთან დაკავშირებით, ვერ განხორციელდეს”. თუმცა, იურისტები აცხადებენ, რომ, ჩვენი კანონდებლობით, მსგავსი საკითხების გადაწყვეტაში პირდაპირი შემაფერხებელი ბერკეტებიარ არსებეობს.

საია-ს იურისტ ირმა პავლიაშვილის თქმით, ჩვენი კანონმდებლობით, თვითმმართველობისსაკითხების გადაწყვეტაში შემაფერხებელი ბერკეტები არ არსებობს.

“სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ ამ პროცესისთვის შემაფერხებელი გარემოება შექმნას, ჩვენი კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრული არ არის. ჩვენ გვახსოვს კიდეც, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ბოლო წუთამდე ხორციელდებოდა ცვლილებები. ერთადერთი შემაფერხებელი შეიძლება იყოს ის ტალღა და დამოკიდებულება, რაც თვითმმართველი ქალაქების სტატუსის გაუქმების იდეას მოჰყვება,” – ამბობს იურისტი და აღნიშნავს, რომ, მიუხედავად საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციისა, რომ არჩვენებამდე 6 თვის ვადაში არანიარი ცვლილების განხორცილება არ მოხდეს, როგორც წესი, მას არავინ ითვალისწინებს.

“მართალია, საერთაშორისო სტანდარტით, იგივე ვენეციის კომისია და ეუთო გვეუბნება, რომ არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე არ განხორციელდეს არანიარი ცვლილება, მაგრამ ჩვენი კანონდებლობა ასეთ პირობას არ იცავს და ბოლო წუთამდე შესაძლებელია ცვილებები. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტის მიერ არჩევნების თარიღის დანიშვნა, სამართლებივი კუთხით, პირდაპირი შემაფერხებელი ვერ იქნება.

“თუმცა, მეორე საკითხია იგივე ოპოზიციური პარტიები და სხვა დაინტერსებული პირები რა პოზიციას გამოხატავენ და ეს რამდენად ისახება საბოლოოდ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. ამ მხრივ, კანონმდებლბით განსაზღვრულია მხოლოდ ის, რომ თვითმმართველობის საკითხების გადახედვა საზოგადოებასთან კონსულტაციების ფონზე უნდა წარიმართოს და ამ გზით მოხდეს საბოლოო გადაწყვეტილების მიღება,” – ამბობს ირმა პავლიაშვილი.

წყარო: “რეზონანსი”

იტვირთბა....