ახალი ამბები მთავარი სამართალი

ოთარ ფარცხალაძის ადვოკატები ლაშა თორდიას “აუდიტორთა ეთიკის კოდექსის” დარღვევაში ადანაშაულებენ

ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატები გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას „აუდიტორთა ეთიკის კოდექსის“ დარღვევაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ მათ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

ერთი-ერთი ადვოკატის, მერაბ ჩიქოვანის განცხადებით, გენერალურმა აუდიტორმა დარღვია „აუდიტორთა ეთიკის კოდექსი“ იმით, რომ კონკრეტული შემოწმების შემაჯამებელი პროექტის არარსებობამდე ისაუბრა შემოწმების დეტალებზე და კონკრეტულ შედეგებზე.

ჩიქოვანის თქმით, გენერალურმა აუდიტორმა ასევე პირადი მიზნებისთვის გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას მოპოვებული ინფორმაცია, რაც ასევე „აუდიტორის ეთიკის კოდექსის“ დარღვევაა.

“გუშინდელი განცხადება, რომელიც გაკეთბა გენერალური აუდიტორისა და მისი მოადგილის მიერ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა. ამ დასკვნაში არაფერია ნათქვამი 2013-2014 წლებზე, როდესაც ამ კომპანიამ კომპენსაციის მოთხოვნა დაიწყო. გუშინდელი განცხადება ემსახურება იმ მიზანს, რომ რამენაირად გაამართლოს საკუთარი ნათქვამი, რომ თავდასხმა მოხდა კონკრეტული შემოწმებისა თუ დასკვნის გამო”, – განაცხადა მერაბ ჩიქოვანმა.

იტვირთბა....