მომღერალი არიანა გრანდე მანჩესტერში, საკუთარი კონცერტის შემდეგ მომხდარ ტერორისტულ აქტს ეხმაურება. ის სოციალურ ქსელში წერს, რომ ემოციის გამოსახატად სიტყვები არ ყოფნის.
„შეძრული ვარ, სიტყვები არ მყოფნის იმის გამოსახატად, რასაც განვიცდი. ვწუხვარ, ძალიან ვწუხვარ!“ – წერს არიანა გრანდე.
შეგახსენებთ, ინგლისის ქალაქ მანჩესტერის არენაზე მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 22 ადამიანი ემსხვერპლა, 60-მდე კი დაშავებულია, – ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს. როგორც ცნობილი გახდა, სისხლიანი თავდასხმა არიანა გრანდის კონცერტის დასრულების შემდეგ, ფოიეში განხორციელდა. პოლიციამ მომხდარი ტერორისტულ აქტად შეაფასა. სამართალდამცავი უწყება თვითმკვლელი ტერორისტის ვერსიას განიხილავს. ქალაქის მასშტაბით გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.