გიორგი კვირიკაშვილი თურქეთის პრემიერმინისტრს ხვდება. ბინალი ილდირიმი მთავრობის კანცელარიაში რამდენიმე წუთის წინ მივიდა. მთავრობის ადმინისტრაციაში თურქეთის პრემიერმინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. გიორგი კვირიკაშვილი ბინალი ილდირიმს მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად დახვდა.
პრემიერმინისტრების პირისპირ საუბრის შემდეგ, ორი ქვეყნის მაღალი დონის თანამშრომლობის საბჭოს სხდომაა დაგეგმილი. ასევე ხელი მოეწერება დოკუმენტებს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ.
მოგვიანებით კი პრემიერმინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. საქართველოს პრემიერმინისტრი ბინალი ილდირიმს ოფიციალურ სადილზეც უმასპინძლებს.
ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის პრემიერი საქართველოს პრეზიდენტსაც შეხვდება.