“ყაზტრანსგაზ-თბილისის” ცნობით, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 23 მაისს თბილისის გარკვეულ დასახლებებსა და ქუჩებს გაზმომარაგება შეუწყდება.
“10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება გლდანის რაიონში, ზაჰესში, თავისუფლების ქუჩა №2, №9, №10, №11, №11ა, №13, №13ა და №24-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსებისა და თავისუფლების, ავჭალის, კასკადის, კეცხოველის, ყაზბეგის და ჭიჭინაძის ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობას. გაზის მიწოდება აღდგება 16:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.”-ნათქვამია “ყაზტრანსგაზ-თბილისის” განცხადებაში.
კომპანია მოუწოდებს აბონენტებს არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. „მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის“, – აცხადებენ “ყაზტრანსგაზში”.