ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ვიცე-პრემიერმა სავარაუდოდ, თავი ჩამოიხრჩო: რა იყო თურქმენეთის მაღალჩინოსნის სუიციდის მიზეზი

თურქმენეთის მთავრობის წევრმა ვიცე-პრემიერმა ბატირ ერეშოვმა, წინასწარი ინფორმაციით, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

თურქმენული მედიის ინფორმაციით, ვიცე პრემიერმა თავი რამდენიმე დღის წინ ჩამოიხრჩო, მაგრამ ამის შესახებ ცნობილი მხოლოდ ახლა გახდა.

ბატირ ერეშოვი მინისტრთა კაბინეტში მრეწველობას კურირებდა. სავარაუდოდ თვითმკვლელობა ერთ-ერთ კორუფციულ სკანდალს უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილი ვიცე-პრემიერის ვაჟი კორუფციული ბრალდებით აპრილის დასაწყისში დააკავეს.

იტვირთბა....