ორთაჭალაში დედის მკვლელობაში ბრალდებული შვილის შესახებ, რომელიც პრიმაბალერინაა, დიზაინერი ლიკა ყაზბეგი სოციალურ ქსელში წერს:
“ამიერიდან დიდ სცენას, ციხის კარები შეცვლის. სიყვარულს–სიძულვილი! თავისუფლებას–საკანში გატარებული საუკეთესო წლები! პრიმა–ბალერინას სტატუსი კი … დედის მკვლელით შეიცვლება!
ჩემი თათას კოლეგა იყო ანი მურადელი. ლამაზი, ნიჭიერი, სიფრიფანა გოგონა, რომელსაც ღმერთმა ყველაფერი მისცა … იღბალის გარდა.
მისი სისუსტის შესახებ ორი წლის წინ გავიგე და მიკვირდა, როგორ შეეძლო, როგორ ცეკვავდა საერთოდ, როგორ ახერხებდა ვარჯიშს. მიუხედავად ყველაფრისა მთელი ოპერის დასი, სამეგობრო… გვერდში ედგნენ. აფასებდნენ მის ნიჭს. ჩემი აზრით აუცილებლად უნდა ჩართონ მის საქმეში ექიმები და ფსიქოლოგობი, რომ ეს მძიმე ჯვარი შეუმსუბუქდეს ამ ადამიანს. ცოდოა დედამისი, მაგრამ ათასჯერ უფრო ეს გოგო მებრალება” – წერს ყაზბეგი.
ორთაჭალაში, დედის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს ანი მურადელი, რომელიც წლების განმავლობაში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი იყო. მას გამოძიება ბრალად დედისთვის თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმით მკვლელობას ედავება.
როგორც “მეტრონომს ” შსს-ს პრსსამსახურში განუცხადეს, გამოძიება 11-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.