ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ოთარ ფარცხალაძის საქმესთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, ამ საქმესთან დაკავშირებით, სამართალდამცველი სისტემაში რაც ხდება შემაშფოთებელია. მას იმედი აქვს, იმ სისულელეებს და სასაცილო ვერსიას არ დაგვიმტკიცებენ, რომ თორდიამ თავად გაილახა თავი, რომ ეკვეთა 5 კაცს, ფარცხალაძე კი თავს იცავდა.
“ივანიშვილს ვთხოვდი, ამ საქმეში ჩაერიოს და ხელისუფლებას დაეხმაროს, სწორი და სწრაფი გადაწყვეტილება მიიღოს,” – აცხადებს “მთელ კვირასთან” საუბარში გია ხუხაშვილი.
გია ხუხაშვილი: “ეს იმას მიანიშნებს, რომ ხელისუფლებას განვითარების არანაირი სტრატეგიული ხედვა არ აქვს და კონკრეტული მენეჯერების ხუშტურების მიხედვით ხდება ცვლილებები. თავის დროზე ერთი მენეჯმენტი იყო გარკვეული კონცეფციით, ახლა ახალი მენეჯმენტი მოვიდა ახალი არგუმენტებით და ყველაფერი ისევ გადააყირავეს. საკრებულოს დეპუტატებიც რომ არ აპროტესტებენ ამას, ესეც არაა საკვირველი. მათ არც პრინციპები აქვთ და არც ხედვა. რასაც უბრძანებენ, იმას აკეთებენ. დაავალებენ, ყველამ დაიყვიროს თეთრზე შავია, დაიყვირებენ, რომ შავია.
“ერთადერთი ადამიანი, ვისაც ავტორიტეტი აქვს როგორც ფორმალურ ხელისუფლებაზე, ისე ინტერესჯგუფებზე, ეს ივანიშვილია. უნდა თუ არა, ამ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეს და ამიტომაც ვთხოვდი, ამ საქმეში ჩაერიოს და ხელისუფლებას დაეხმაროს, სწორი და სწრაფი გადაწყვეტილება მიიღოს”. – ამბობს ხუხაშვილი.