ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ფარცხალაძე-თორდიას საქმეზე ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსანი მიხეილ ჩოხელი გამოიკითხა

ფარცხალაძე-თორდიას საქმეზე გამოძიებამ ფარცხალაძის თანმხლები პირი, ფინანსური პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი მიხეილ ჩოხელი გამოკითხა.

შს სამინისტროს პრესსამსახურში აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებენ და ამბობენ, რომ გამოძიების ფარგლებში გამოკითხულია ათობით პირი მათ შორის მიხეილ ჩოხელი.

შეგახსენებთ, რომ აუდიტის სამსახურის უფროსის ლაშა თორდიას განცხადებით, 12 მაისს კლუბ „ელ ცენტროში“ მას თავს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა, ხოლო მასთან ერთად ფინანსური პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი მიხეილ ჩოხელიც იმყოფებოდა და ჩხუბში აქტიურად მონაწილეობდა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

იტვირთბა....