ახალი ამბები მთავარი სამართალი

გიგა ოთხოზორიას დედის თქმით, მისი შვილი ქართული პასპორტის დაცვას შეეწირა

დღეს, ხურჩა-ნაბაკევის საზღვართან საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა. ოთხოზორიას საფლავზე მისი ახლობლები, ნათესავები და ოჯახის წევრები შეიკრიბნენ. საფლავზე მივიდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც.

ოთხოზორიას დედის, ჯულიეტა ჭანტურიას თქმით, ერთი წლის თავზეც მისი შვილის მკვლელი დაუსჯელია და კვლავ უცნობია მკვლელობის მოტივი. დედის ინფორმაციით, ოთხოზორია ქართული პასპორტის დაცვას შეეწირა, თუმცა ეს გარემოება საქმეში არ დევს.

ოჯახმა დღეს კიდევ ერთხელ მოითხოვა მკვლელის დასჯა.

შეგახსენებთ, 30 წლის გიგა ოთხოზორია ხურჩაში 19 მაისს, ე.წ. სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მოკლეს. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურამ ოთხოზორიას განზრახ მკვლელობის ფაქტზე, რაშიდ კანჯიოღლის მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა და სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

იტვირთბა....