„დეტალურად ავუხსენით ჰერბერტ ზალბერს, თუ როგორია საქართველოს პოზიცია ამასთან დაკავშირებით „- განუცხადა ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ ჰერბერტ ზალბერთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
დონდუას თქმით, ზალბერს შეხვედრაზე დეტალურად გააცნო საქართველოს პოზიცია ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით.
„შევხვდი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს, ევროკავშირის მხრიდან, რომელიც სხვა თანათავმჯდომარეებთან ერთად დაბრუნდა სოხუმიდან და ცხინვალიდან.
ვისაუბრეთ იმის თაობაზე, თუ რა ნახა მან რეგიონებში და ასევე რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ იმ ბოლო განვითარებებზე, რაც მოყვა ცხინვალში შეხვედრებს.
ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ჩრდილი არ მიადგეს ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ფორმატებს, რომელიც იქნება ორმხრივი თუ მრავალმხრივი ურთიერთობები, რომლებსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის და ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისთვის და საქართველოს განვითარებისთვის.
ეს მნიშვნელოვანია, რათა კონფლიქტი საქართველოში მოგვარებული იყოს მშვიდობიანად… ჩვენ ჩვენი პოზიცია, ჩვენი შეშფოთება გამოვხატეთ, დეტალურად ავუხსენით მას, თუ რა არის საქართველოს პოზიცია ამასთან დაკავშირებით. დეტალურად ავუხსენით მას საქართველოს პოზიცია ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა დონდუამ.