ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ე.წ. ციანიდის სასამართლო პროცესი დაიხურა

“მეტრონომი” სასამართლოდან

ავტორი: ნინი ცხადაია

ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო პროცესი დაიხურა. ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობის შემდეგ მიიღო.  მოსამართლის გადაწყვეტიელბას  დარბაზში ხმაური მოჰყვა, დეკანოზ გიორგი მამალაძეს სიტყვის წარმოთქმა უნდოდა, თუმცა მოსამართლემ მას ამის საშუალება არ მისცა.  დეკანოზმა სიტყვა მაინც წარმოთქვა და თავის ადვოკატებს პროტესტის ნიშნად დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდა.

“პროტესტის ნიშნად ვტოვებ სხდომას და მოვუწოდებ ჩემს ადვოკატებსაც, რომ სასამართლო დარბაზი დატოვონ” -განაცხადა დეკანოზმა. ამის შემდეგ დეკანოზმაც და მისმა ადვოკატებმაც სხდომა დატოვეს.

პროკურორი სასამართლოს დახურვას  საქმეში არსებული მტკიცებულებების გამო ითხოვდა, კერძოდ ბრალდებულის პირადი მობილური ტელეფონიდან და პერსონალური  კომპიუტერიდან  ამოღებული მიმოწერა შეეხება ბრალდებულის  შესახებ  ინტიმურ  დეტალებს და დაუშვებელია მისი საჯაროდ განხილვა.

ასევე, ინტიმურ დეტალებს შეიცავს სხვა მტკიცებულებებიც, შესაბამისად პროკურორი თვლის, რომ ამ მტკიცებულებებში მონაწილე მესამე პირების ინტერესები შეილახება საქმის საჯარო განხილვით.

იტვირთბა....