ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ინტიმური ვიდეომასალა არ არსებობს, ადვოკატმა იცრუა”

“მეტრონომი”: სასამართლოდან

ავტორი: ნინი ცხადაია

ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორის, ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, ინტიმური ვიდეომასალა არ არსებობს და დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები ცრუობენ. სასამართლო სხდომიდან გამოსულმა პროკურორმა „მეტრონომთან“ საუბრისას განაცხადა, რომ დეკანოზის ადვოკატებმა სასამართლოზე მისი შუამდგომლობა სრულიად სხვა ინტერპრეტაციით წარმოაჩინეს.

„უკვე მერამდენედ, ადვოკატების მხრიდან ჩვენი შუამდგომლობების დამახინჯება ხდება და ისინი სიცრუეს ტირაჟირებენ. ეს არის ახალმოგონილი სიცრუე და ინტიმური ვიდეომასალა არ არსებობს. ეს ადვოკატმა ხელოვნურად დაამახინჯა“, – განაცხადა პროკურორმა ადვოკატ გიორგი ფანცულაიას გამოსვლის პასუხად. რაც შეეხება დეკანოზის დაკავებას, პროკურორის  თქმით, დაკავება და პირადი ჩხრეკა მოხდა კანონიერად:

„მისი დაკავება და პირადი ჩხრეკა მოხდა კანონიერად და შენიშვნა მას არ ჰქონდა. ეს ნახა მოსამართლემაც. ბრალდებული ყოველ სხდომაზე ახალ ინფორმაციას  იგონებს და ეს მისი სტრატეგიაა, რომ ეჭვქვეშ დააყენოს ჩვენი მტკიცებულებები“, – განაცხადა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა.

მოსამართლე მოსაფიქრებლადაა გასული, რათა საქმის დახურვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოიტანოს.  საქმის დახურვას ბრალდების მხარე ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგონლობის დახურულ სხდომაზე განხილვა არ დააკმაყოფილა, შესაბამისად პროკურორმა შუამდგონლობა სხდომის დახურვის თაობაზე საჯარო სხდომაზე დააყენა.

პროკურორი  როგორც  აღნიშნავს,  საქმეში არსებული მტკიცებულებები, კერძოდ ბრალდებულის პირადი მობილური ტელეფონიდან და პერსონალური  კომპიუტერიდან  ამოღებული მიმოწერა შეეხება ბრალდებულის  შესახებ  ინტიმურ  დეტალებს და დაუშვებელია მისი საჯაროდ განხილვა.

ასევე, ინტიმურ დეტალებს შეიცავს სხვა მტკიცებულებებიც, შესაბამისად პროკურორი თვლის, რომ ამ მტკიცებულებებში მონაწილე მესამე პირების ინტერესები შეილახება საქმის საჯარო განხილვით.

 

სასამართლო დეკანოზისასამართლოდან

 

იტვირთბა....