სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო პროცესების მთლიანად დახურვა დაუშვებელია. უჩა ნანუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პროცესი იყოს ღია და საზოგადოებამ ამ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაცია მიიღოს.
“ამ საქმეზე საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე აუცილებელია, პროცესი არ დაიხუროს, თუ კი ამის საჭიროება იქნება, მხოლოდ ის ნაწილი დაიხუროს და არა მთლიანად პროცესი.
სამწუხაროდ, წინა მოსამზადებელ სხდომაზე გადაწყდა, რომ ფაქტობრივად პროცესი დაიხურა. მათშორის სახალხო დამცველის წარმომადგენლებსაც არ მიეცათ შესაძლებლობა, პროცესს დააკვირდნენ და ვფიქრობ, პროცესის მთლიანად დახურვა დაუშვებელი იქნება”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.