ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზზე, ენგურის ხიდთან ბანერი განათავსეს. ბანერზე აფხაზური ე.წ. დროშის სიმბოლიკაა გამოსახული, ასევე დატანილია წარწერა „აფხაზეთის რესპუბლიკა“, რომელიც შესრულებულია აფხაზურ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.
ბანერი ოკუპირებული აფხაზეთის მხრიდან ენგურის ხიდის დასაწყისში წუხელ აღიმართა.
ჯერჯერობით, ოფიციალური თბილისის მხრიდან რეაგირება არ მომხდარა.
accent.com.ge